„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 19 ნოემბერს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 19 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "ნაძალადევი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), მახინჯაურის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, წმინდა მელქისედეკ I და სვანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, აფრიკის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, ჩხავერის, თავკვერის, ველისთავის და იგოთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას, საირმის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის და ნინო რამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, სვანების დასახლების, გულბანის, ბაგრატის, ილორის, იოსებ ჟორდანიას, რაფავას, ერეკლეს, აფხაზეთის, გზისკარის, სოხუმის და გაგრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო "დიდუბე"-ს მიმდებარე ტერორიის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ნონა გაფრინდაშვილის, ქსნის, კარალეთის და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0