13:50 16 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 18 ნოემბერს

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1433)
6310

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის, მშვიდობის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II, III, IIIა მიკრორაიონების და სესილი თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

12:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათის მთის, ცაიშის და ქვალონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და მუხიანის ნაკვეთების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის, ნუშის, მონადირეს, ფირცხალავას და ავალიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევსურეთის, ცოტნე დადიანის, სვანეთის, ლეჩხუმის და წმინდა მელქისედეკის I ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, კვერნაძის, ანდრია აფაქიძის, ბერბუკის, ალმასიანის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1433)

მთავარი თემები