შმAXI-ის შეძენით ამერიკული კომპანია დაინტერესდა

გამოწერა
„გირჩის“ ცნობით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ დაფუძნებული კომპანიის ყიდვის ინიციატორი ამერიკული კომპანია იყო.

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. პარტია „გირჩი“ ამერიკულ კომპანია Creactivity Productions Inc-თან შმAXI-ის გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, აცნობეს Sputnik საქართველოს  პარტიაში.

შმAXI-ი ტაქსების ალტერნატივაა, სადაც მგზავრები იხდიან არა მგზავრობის არამედ, ლექციების მოსმენის საფასურს.

„ვადასტურებ, რომ მოლაპარაკებები შმAXI-ის  გაყიდვის თაობაზე ნამდვილად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან დაინტერესება დიდია, ჯერ ადრეა იმის თქმა ნამდვილად იყიდის თუ არა მას ამერიკული კომპანია“- აღნიშნეს პარტიაში.

გაყიდის თუ არა გირჩი „შმAXI“-ს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ზურაბ ჯაფაიძე შმაქსის საჭესთან - Sputnik საქართველო
ვინ „აკაჩავებს შმაქსისტებს“- „გირჩი“ და „შმაქსი“ საპროტესტო აქციაზე

„შმAXI“  მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, მერიის მიერ ტაქსებისადმი დაწესებული რეფორმების საპასუხოდ დაფუძნდა, როგორც ტაქსის ალტერნატივაა, სადაც მგზავრები იხდიან არა მგზავრობის საფასურს, არამედ მძღოლებისაგან ლექციების მოსმენის ფასს. ამით ოპოზიციურმა პარტია „გირჩმა  გვერდი აუარა ახალ წესებს, რომლის მიხედვითაც თბილისში ტაქსის მანქანა უნდა იყოს თეთრი და მარცხენა საჭით.

კომპანია „შმაქსის“ წესდებაში ნათქვამია, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროგრამა და ყველა მის მონაწილეს შეუძლია იმგზავროს ქალაქში ამოსაცნობი ნიშნებით და მგზავრები ქუჩაში აიყვანოს.
დღეისათვის თბილისის ქუჩებში უკვე ორასზე მეტი „შმაქსისტი“ მოძრაობს.

ყველა ახალი ამბავი
0