01:10 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 1 ნოემბერს

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1413)
59 0 0

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 1 ნოემბერი  — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის, ერეკლე მეორეს მოედნის, ივერის, ყავლაშვილის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აფხაზის, ბერიძის და შოთა ნიშნიანიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ლაღიძის, შოთა ნადირაშვილის, შალვა მშველიძის, მათიაშვილის, ნავთლუღის, ბუკისციხის, ჩოჩუას, ზურაბ ბეგიაშვილის, დავით კვაჭანტირაძის, კოპცოვის, მესხეთის, ალექსანდრე ჯანელიძის და ქობულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას და ავთანდილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ომარ ხიზანიშვილის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის, თერგის, ბარნოვის, გალის, კეკელიძის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

 

თემები:
თბილისი დღეს (1413)

მთავარი თემები