„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 29 ოქტომბერს

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, გიორგი გეგეჭკორის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, იუნკერთა, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევის, წულუკიძის და კალოუბნის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ალექსანდრე წერეთელის, ელვერ კუპატაძის, შუშის, დავით სარაჯიშვილის, ტაძრის, გელა ჭედიას, მონასტრის, წყალსადენის, ზარზმის, ილორის და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცისარტყელას, ზესტაფონის და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვის, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, კერესელიძის და გოგებაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0