10:00 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (266)
38 0 0

კახა კალაძის თქმით, დევნილებმა, რომლებიც დაკავებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ვერ ახერხებენ, ადგილობრივ გამგეობებს უნდა მიმართონ.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ოქროყანაში 30 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდა, იუწყება დედაქალაქის მერია.

საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი მათ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა.

კალძის თქმით, ოჯახები 1990-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ ბინებში, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა მათთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება.

„ძალიან მიხარია, ამდენ ბედნიერ და გახარებულ ადამიანს ვხედავ .ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა უფიქსირდება, მიმართონ ადგილობრივ გამგეობებს, ისინი აუხსნიან თუ რა დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი, შემდეგ გადმოიგზავნება ყველა ეს ინფორმაცია დედაქალაქის მერიაში და ჩვენ განვახორციელებთ დაკანონების პროცესს, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძის მერობის პერიოდში საცხოვრებელი ფართები 650-მდე ოჯახს დაუკანონდა.

თემები:
თბილისის მერია (266)

მთავარი თემები