თბილისში ახალი სავაჭრო კომპლექსი „სითი მოლი საბურთალო“ გაიხსნა - ვიდეო

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასართობი და სავაჭრო ცენტრი მიწისქვეშა ორდონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომითაა აღჭურველი

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო კომპლექს „სითი მოლი საბურთალოს“ გახსნის ცერემონიას დაესწრო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ ქართულ ინვესტიციას, ქმნიან სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, რათა ბიზნესი განვითარდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

„სითი მოლი საბურთალო" თანამედროვე კონცეფციის ახალი სავაჭრო და გასართობი კომპლექსია. 120 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური კომპლექსი 200-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებსა და რესტორნებს აერთიანებს.

„კომპლექსში გათვალისწინებულია საქართველოში უდიდესი კინოთეატრი, უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობი და ბოულინგის ცენტრები, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდული მაღაზიები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სავაჭრო კომპლექსი ვაჟა-ფშაველას N70-ში მდებარეობს, ცენტრი   მიწისქვეშა ორდონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომითაა აღჭურველი.

ყველა ახალი ამბავი
0