10:52 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (266)
65 0 0

 კახა კალაძის განცხადებით, ასეთი მასშტაბის სამუშაოები ამ პარკში აქამდე არ შესრულებულა.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის (კიკვიძის) რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, იუწყება დედაქალაქის მერია.

„ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები აქ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჩვენ გვქონდა სამუშაოებთან დაკავშირებული გარკვეული პრეტენზიები კომპანიასთან, თუმცა, დღეს განსხვავებული რეალობა გვაქვს. ასეთი მასშტაბის სამუშაოები აქ, რაც ეს პარკი გაკეთდა, არ შესრულებულა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის შედეგად აქ ყველასთვის მოეწყობა სივრცე. ბავშვებისთვის იქნება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები. ყველა თაობის წარმომადგენელს ექნება დასვენების შესაძლებლობა. ასევე, ძაღლებისთვის იქნება სპეციალური სივრცე, შემოღობილი ადგილი, სადაც ძაღლებს გაასეირნებენ.

საბავშვო მოედანს რაც შეეხება, დედაქალაქის მერის თქმით, ის თბილისში არსებულ სკვერებსა და პარკებთან შედარებით ყველაზე დიდი იქნება და დაახლოებით 600 კვ.მ. ფართობზე განთავსდება. ამასთან, გაკეთდება ველობილიკი, ახალი განათებები და ორი ახალი შადრევანი.

პარკში უკვე მოეწყო ამფითეატრი, სათამაშო მაგიდები, ბაქანი, საჩრდილობელი, საგამოფენო სივრცე, სადაც დარჩენილია სამღებრო და მოპირკეთების სამუშაოები; თითქმის დასრულდა ღობის, საკალათბურთო მოედნისა და პარკში მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები; მოეწყო ერისთავის ქუჩის მხრიდან ჩამოსასვლელი ორი კიბე; გაკეთდა წყალარინების ქსელი; ბოლო ეტაპზეა განათების, სარწყავი სისტემისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მონტაჟი; მიმდინარეობს მშრალი ტიპის შადრევნის მოწყობა და სრულდება არსებული კლასიკური შადრევნის რეაბილიტაცია; თითქმის დასრულდა ბეტონის საფეხმავლო ბილიკებისა და ველობილიკის მოწყობა; მიმდინარეობს ბილიკებზე ლითონის ჩამკეტების მონტაჟი და მიწის სამუშაოები და უახლოეს პერიოდში დაიწყება გამწვანების სამუშაოები.

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, ასევე, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, კორტები და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები.

პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება.

თემები:
თბილისის მერია (266)

მთავარი თემები