00:01 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1793)
64 0 0

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, შუამთის, თრიალეთის, ელდარის, საცხენისის, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ზურაბ ჩაჩუას, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, ქერჩის, გმირ კურსანტთა, ხიზაბავრის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის, მიჩურინის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:0:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, არდაზიანის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, კანდელაკის, ლვოვის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ოდესის, ონიაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ილია ოდიშელიძის, იოსებ ბაქრაძის, გაბრიელ ისაკაძის და მირზა გელოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს, ცაიშის, ქვალონის, აბაშის და მეორე ქვალონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ბელინსკის, გოგებაშვილის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, კერესელიძის, გუნიას და ზანდუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1793)

მთავარი თემები