ლამაზად და გემრიელად: თბილისში შემოდგომის ყვავილების გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliბოტანიკური ბაღი
ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქრიზანთემები, გეორგინები და სხვა ყვავილები ბაღის კოლექციიდან შემოდგომის მთელ ფერადოვნებას ასახავს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 ნოემბერს შემოდგომის ყვავილებისა და მრავალფეროვანი კომპოზიციების გამოფენა გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

უკვე ტრადიციულ გამოფენაზე წარმოადგენენ ბოტანიკური ბაღის მრავალფეროვან კოლექციას – ქრიზანთემებს, გეორგინებს, ასევე შემოდგომის ყვავილებსა და კომპოზიციებს.

„თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
ხინკალიც არ დაავიწყდათ – როგორ აღნიშნეს „თბილისობა“ ნიუ-იორკში

„მონაწილეობენ მსხვილი სათბურები, სანერგე კომპანიები, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. შემეცნებით კუთხესაც იხილავთ, სადაც ბევრ საინტერესო და თემატურ ინსტალაციას გაეცნობით", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ფესტივალის სტუმრებს ასევე ელოდება მაყალზე მომზადებული წაბლი და ჩეხური ფუნთუშები, ყავა, ჩაი და ცხელი გლინტვეინი.

ღონისძიება ბოტანიკური ბაღის ღია საზეიმო სივრცეში Event Square 12:00-დან 17:00 საათამდე მოეწყობა.

ღონისძიების ორგანიზატორია ბოტანიკური ბაღი თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0