თბილისში საცობებს ახლებურად შეებრძოლებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტის მოძღაობა თბილისში
ტრანსპორტის მოძღაობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერიას „ჭკვიანი შუქნიშნების“ დახმარებით თბილისის განტვირთვის იმედი აქვს

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ქუჩებში საგზაო მოძრაობის მოსაწესრიგებლად, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმოქმედებენ მერიის მითითების შესაბამისად, განაცხადა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.

პარასკევს, მუმლაძემ ისაუბრა თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე. მისი თქმით, საცობების დროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურის ინფორმაციის მიხედვით იმოქმედებენ.

საცობები გზაზე პიკის საათში - Sputnik საქართველო
თბილისის ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

„იმ შუქნიშნების რესურსების გამოყენებით, რომელიც გვაქვს, ჩვენ თვითონ მოვახდინოთ ნაკადების დათვლა, კონკრეტულ კვანძებზე გადაწყვეტილებების მიღება, კონკრეტული ქუჩების დაპროექტება-მოდელირება... ასევე, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღოს პატრულმა ქუჩების გაჭედვის დროს და ჩვენი დირექტივის ქვეშ მოექცნენ საპატრულო ეკიპაჟები",- განაცხადა მუმლაძემ.

მუმლაძის განმარტებით, თუ ახლა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის 112-ის ცენტრში კონტრაქტორი კომპანია იმყოფება და კამერების მართვით არის დაკავებული, მომავალში ამით მერია გააკეთებს.

„შეიქმნება სისტემა, სადაც გადამზადებული კადრები იქნებიან“, - აღნიშნა მუმლაძემ.

დასასრულს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია თბილისის ქუჩებში გეგმავს „ჭკვიანი შუქნიშნების“ დამონტაჟებას, რომლებიც საგზაო მოძრაობის კონტროლის ინტელექტუალურ სისტემას წარმოადგენს.

შუქნიშანი ვაკეში - Sputnik საქართველო
„ჭკვიანი შუქნიშნები" თბილისს „საცობებისგან" დაიცავს

„ჭკვიანი შუქნიშნების“ დახმარებით მერია თბილისის საცობებისგან განტვირთვას ვარაუდობს. სისტემა შედგება კონტროლიორების, კამერებისა და მოძრაობის დისტანციური სენსორებისგან, რომლებიც რეალური დროის რეჟიმში აფასებს გზაჯვარედინების გადატვირთულობას და ამ ინფორმაციას მართვის ცენტრალურ სერვერს გადასცემს.

ქვეყანაში 2017 წლიდან სექციური რადარები და ე.წ. ჭკვიანი კამერები ამუშავდა, რომელთა მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი სამართალდამრღვევებს ავტომატურ რეჟიმში ავლენენ და წერენ ჯარიმას. ეს კამერები ვიდეოანალიტიკური პროგრამების მეშვეობით მუშაობენ, რომლებიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრშია განთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0