„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 10 ოქტომბერს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხინის ნაკვეთების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და ალეკო გობრონიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გობრონიძის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის და ბოჭორიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასხლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV, X კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV, V კვარტლების, ილია ნიჟარაძის, გიორგი ავალიშვილის, ავშნის, ნუშის, ისაკიანის, ჯანაშიას, გია რომელაშვილის, ანტონ II, მონადირის, ვახტანგ ფირცხალავას, ღრმაღელეს, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის და ვანათის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის ვაჩნაძის, პუშკინის და გუდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ ჯაფარიძის, რჩეულიშვილის, ზემო ვაკის, გალის, კეკელიძის, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, სამშენებლო დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, ოსიპ მანდელშტამის, ხომლელის, კალოუბნის, ჯავახეთის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, წულუკიძის, ჩაჩუას, რამიშვილის, მხარგრძელის, ლაღიძის, რევაზ მამისაშვილის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, ქიზიყის, ქინძმარაულის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ჩხავერის და თაკვერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, ვაგზლის, შოთა ნიშნიანიძის, ცოტნე დადიანის და სადგურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ნინო რამიშვილის, ბარნოვის, ქობულეთის, მცხეთის და შროშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გგამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0