„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 3 ოქტომბერს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, ცაგარელის, შმიდტის, ბურძგლას, ბახტრიონის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ჩხავერის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ზემო მეტალურგიულის, თავკვერის, ველისთავის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზაქარია მაისურაძის, გიორგი ბაბილოძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების და წყაროთუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ჭიჭიკო ბენდელიანის, საყვირის, ზესტაფონის და სერგი ჭილაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და ვაკის რაიონები

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, ზიჩის და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0