02:40 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1829)
14610

ფესტივალზე გაიმართება დეგუსტაცია, სადაც ყველა შეძლებს სხვადასხვა სახეობის პურის დაგემოვნებას

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. პურის მასშტაბური ფესტივალი გამოფენებითა და დეგუსტაციით 12 და 13 ოქტომბერს დედაქალაქის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები Facebook- ზე.

დამთვალიერებელი იხილავს თეატრალიზებულ წარმოდგენას ძველი პურის ცხობის ტრადიციების შესახებ, რომელსაც „ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანებასთან’’ ერთად მოაწყობენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ასევე ძველი ისტორიული ფოტომასალა, სადაც ნაჩვენები იქნება საინტერესო ფაქტები პურის შესახებ.

შემეცნებითი ღონისძიებების გარდა, ფესტივალში ასევე გაიმართება დეგუსტაცია, სადაც ყველა შეძლებს სხვადასხვა სახეობის პურის დაგემოვნებას.

ფესტივალის გასართობი ნაწილი ასევე მრავალფეროვანი იქნება - ღონისძიებაზე გაჟღერდება ცოცხალი მუსიკა, გაიმართება სხვადასხვა გათამაშება და სხვა გასართობი ღონისძიება.

ორგანიზატორთა თქმით, ბოტანიკური ბაღის კოლექციაში უძველესი, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ქართული მარცვლოვანი კულტურები ინახება, სწორედ ამის გამო წარმოიშვა პურის ფესტივალის გამართვის იდეა.

პურის ფესტივალი თბილისში თბილისის მერიის მხარდაჭერით უკვე მეორედ იმართება.

თემები:
თბილისი დღეს (1829)

მთავარი თემები