დღე ავტომობილის გარეშე - ქავთარაძის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩებზე ველომსვლელობა იმართება

გამოწერა
ღონისძიების მიზანია მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი - ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. „მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე“ ღონისძიებასთან დაკავშირებით ევროპის მობილობის კვირეულისა და „სუფთა ჰაერისთვის“ კამპანიის ფარგლებში ველომსვლელობა გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალაშქრო ზურგჩანთა - Sputnik საქართველო
ბანაკები და ლაშქრობები: ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

ღონისძიება დღეს 10:00 საათზე დაიწყო.

ველომსვლელობა იმართება „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

ღონისძიების თანამასპინძელი და საპატიო სტუმარია გაეროს ელჩი საქართველოში ქალბატონი საბინა მახლი.

ველოგარბენში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების, მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები; ასევე სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.

ღონისძიების მიზანია მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი - ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა.

ნინო ჩხაიძე - Sputnik საქართველო
რატომ ვერ გახდა ჩვენში ველოსიპედი პოპულარული, ანუ ქართველ ჯიპის მოყვარულთა სტერეოტიპები

ველოგარბენი დაიწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან, შემდეგ გაგრძელდება ქავთარაძის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩებზე და დასრულდება შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიის წინ მდებარე სკვერში. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 6 კმ-ია.

„მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თბილისი მეოთხე წელია უერთდება მსოფლიო კამპანიას, რაც მიზნად ისახავს გარემოზე ზრუნვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას და მოქალაქეებში ეკო-ქცევის წახალისებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0