23:21 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 12 სექტემბერს

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1257)
62 0 0

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ფეიქართა, ხევძმარის, თემქის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) და იოსებიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და გიორგი კვინიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, მიხეილ გახოკიძის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მახათას, სევანის, მთავარანგელოზის, დმანისის, დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ბადიაურის, იორის, სამასი არაგველის, ჯორჯაძის, ფაღავას, ბოროდინის, სართიჭალის, იზაშვილის, ხერხეულიძის, ბოდბეს და ლუსინიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VI ქუჩის, 17 შინდისელი გმირის და შანდორ პეტეფის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1257)

მთავარი თემები