12:47 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
„დინამო-არენა“

საქართველო-დანიის საფეხბურთო მატჩის გამო თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

© Sputnik / Alex Shlamov
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1372)
76 0 0

საპატრულო პოლიციის ცნობით 8 სექტემბერს გადაიკეტება გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები, ასევე ნაწილობრივ წინამძღვრიშვილის ქუჩა

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველო-დანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით 19:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები დაიკეტება, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 8 სექტემბერს გადაიკეტება გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები, ასევე ნაწილობრივ წინამძღვრიშვილის ქუჩა.

მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ – ვახუშტის ხიდის მიმართულებით.

აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე.

ხოლო ვახუშტის ხიდიდან ჩამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით.

„ფორსაჟის“ გადაღებები ნუცუბიძის პლატოზე ინაცვლებს: განრიგი და მარშრუტები >>

ყველა ამ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

საქართველოსა და დანიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა, რომელიც EURO-2020-სთვის შესარჩევ თამაშს წარმოადგენს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი განახორციელებს.

თემები:
თბილისი დღეს (1372)

მთავარი თემები