„ფორსაჟის” გადაღების გამო თბილისი-მანგლისის გზის მონაკვეთი ჩაიკეტა

© Sputnik / Vladimir Umikashvili„ფორსაჟის“ გადაღებები
„ფორსაჟის“ გადაღებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ გადაღებებისთვის ჩამოყვანილი სპეცტრაილერი დღეს ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის 4-7კმ მონაკვეთი დილის 7 საათიდან დროებით ჩაიკეტა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გზა საღამოს 7 საათზე გაიხსნება.

„ფორსაჟის“ გადაღებები - Sputnik საქართველო
„ფორსაჟის“ გადაღებები ნუცუბიძის პლატოზე ინაცვლებს: განრიგი და მარშრუტები

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 7 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

აღსანიშნავია, რომ გადაღებებისთვის ჩამოყვანილი სპეცტრაილერი დღეს ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება.

ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „ფორსაჟი 9“ ეპიზოდის გადაღება საქართველოში 18 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. 8 სექტემბრიდან კი „ფორსაჟის“ გადაღებები ნუცუბიძის პლატოზე გაგრძელდება.

გადაღებებისთვის საქართველოს ორასამდე ჰოლივუდელი სტუმარი ეწვია. გადამღები ჯგუფი სულ 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია.

როგორც ცნობილია, ამერიკული ბლოკბასტერი „ფორსაჟი 9"-ის გადაღებები (Fast and Furious) სახელმწიფო ბიუჯეტს 32 მლნ ლარით შეავსებს. თანხაში შედის ტექნიკის, შენობების იჯარა და დასაქმებული პერსონალის ანაზღაურება.

ყველა ახალი ამბავი
0