04:32 24 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2965
  • 100 RUB4.6397
  • USD2.9661
საბავშვო ბაღში

თბილისის მერია საბავშვო ბაღების საკვებით მომმარაგებლებს არჩევს

© Sputnik / STRINGER
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1323)
72 0 0

თბილისის საბავშვო ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე 60 მილიონ ლარს გამოყოფს

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერები მოიგეს კომპანიებმა „ეკოლუქსი“ და „ქართული რძის პროდუქტები“, იუწყება პირველი არხი.

თბილისის სამ ბაღში აღსაზრდელები 16 სექტემბერს ვერ მივლენ >>

მაისში თბილისის მერიამ კომპანია „ნილთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. 2018 წელს ეს კომპანია სამჯერ დაჯარიმდა: ორჯერ ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის, ერთხელ - ჰიგიენის ნორმების კრიტიკული შეუსაბამობის გამო.

ამჟამად მერია ტენდერის გამარჯვებულების დოკუმენტაციას სწავლობს. თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ პროდუქტებით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საბავშვო ბაღებს მოამარაგებს, ხოლო „ეკოლუქსი“ - მარცხენაზე.

პირველ შემთხვევაში მერია 19 მლნ ლარს გამოყოფს, მეორეში - 43,2 მლნ ლარს.

ტენდერის პირობების თანახმად, პრეტენდენტს 2016 წლის პირველი იანვრიდან უნდა ჰქონდეს საკვები პროდუქტების მიწოდების არანაკლებ 10 000 000 ლარის ღირებულების გამოცდილება. უნდა გააჩნდეს საერთაშორისო ISO 9001:2008 ან ISO 9001:2015 ან ISO 22000 (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის) მოქმედი სერტიფიკატი.

„ნილთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საბავშვო ბაღები თავად უკავშირდებოდნენ კომპანიებს და ახორციელებდნენ შესყიდვებს, ხოლო 27 მაისიდან მერიამ დროებით დაიქირავა კომპანია „მზიური“, რომელსაც მუშაობის 15-წლიანი სტაჟი გააჩნია. კომპანია საკვებით 4,5 ათას ობიექტს ამარაგებს.

თბილისში 180 სახელწმიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საბავშვო ბაღებში 61 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა.

თემები:
თბილისი დღეს (1323)

მთავარი თემები