ახალი „ფორსაჟის“ სცენებს თბილისში გადაიღებენ

© photo: AFP 2020 / CHRIS DELMAS"ფორსაჟი"
ფორსაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პერიოდულად გადაიკეტება რუსთაველისა და ვაჟა–ფშაველას გამზირები, ასევე, ძველი თბილისის ნაწილი

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. კინოკომპანია Universal–ის ცნობილი ჰოლივუდური ფრანშიზის „ფორსაჟის“ ფინალური, მეცხრე ნაწილის ახალი ეპიზოდის გადაღება თბილისის ქუჩებში, სავარაუდოდ, 18–20 აგვისტოს დაიწყება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

წინასწარი ინფორმაციით, გადაღებები ხუთი კვირა გაგრძელდება. პერიოდულად გადაიკეტება რუსთაველისა და ვაჟა–ფშაველას გამზირები, ასევე, ძველი თბილისის ნაწილი.

დევიდ ლინჩი - Sputnik საქართველო
გიგა აგლაძის Another me: ფილმი დევიდ ლინჩის პროდიუსერობით

ტექნიკური საშუალებების მობილიზება საგამოფენო ცენტრ Expo Georgia–ს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და Universal Pictures–ს შორის კონტრაქტის სხვა დეტალები უცნობია.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ფილმის ქვეყნის ტერიტორიაზე გადაღების პროცესით კომპანია Enkeny Films დაკავდება.

 „ფორსაჟი“ (The Fast and the Furious) – ამერიკული მედიაფრანშიზა, ამ დროისთვის რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. ფილმები გადაღებულია 2001–2017 წლებში. ის სტუდია Universal–ის ყველაზე დიდი და შემოსავლიანი ფრანშიზაა – ყველა ნაწილის საერთო შემოსავალმა მთელ მსოფლიოში 5,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

2017 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ „ფორსაჟი 10“–ის გამოსვლა 2021 წლის 1 აპრილს არის დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0