„თელასი“: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება  13 აგვისტოს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13  აგვისტო  – Sputnik.  სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 აგვისტოს  გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და კარალეთის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეტრიწის, მიცკევიჩის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, იყალთოს, ტეხურის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საბურთალოს, ტაშკენტის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიმშიაშვილის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, თოფურიძეს, ვალენტინის, მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ჩოხატაურის და ალილუევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0