„თელასი“: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 7 აგვისტოს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

 

თბილისი, 7 აგვისტო  – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 აგვისტოს  გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთლი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, IX, X კვარტლის, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, შუამთის, თრიალეთის, ქინძმრაულის, ლორთქიფანიძის, მროველის, ნახუცრიშვილის, იუმაშევის, ორახელასშვილის, გოკიელის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის III მიკორორაიონის II კვარტლის, იოზეფ პილსუდსკის გამზირის, ძეგლევის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, კალოუბნის და პატარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღის III მიკორორაიონის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხერგიანის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ზარზმის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, წინამძღვრიშვილის (გლდანი), პატარა ტბის და ხერგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, სოფელი ჭალას, სოღანლუღის, მარნეულის და ჭალადიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0