18:57 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1523)
128 0 0

საბაგირო გზის ფუნქციონირება ხუთშაბათიდან შეწყდება

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზის ბაგირი მთლიანად შეიცვლება, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განცხადებაში.

ბაგირის გამოცვლა გეგმური შემოწმების შედეგად დაიგეგმა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო საბაგირო ხუთშაბათიდან დროებით დაიკეტება.

„მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საბაგირო გზის ექსპლუატაცია შეჩერდება აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს - ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე და რიყის პარკიდან ნარიყალამდე.

კუს ტბა თბილისელთათვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებით, აქვე ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს მინიატიურული მოდელია. კუს ტბაზე მოხვედრა შეიძლება როგორც ავტომობილით, ისე საბაგირო გზით.

თემები:
თბილისი დღეს (1523)

მთავარი თემები