„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 17 ივლისს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 17 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების III, IV, V, VI ქუჩების, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაკურიანის, დოლიძის, ბალანჩივაძის, სიმონ ჩიქოვანის, ლიხაურის და ბაკურციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, რუსთაველის გამზირის, პუშკინის, გუდიაშვილის, ნიშნიანიძის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, წავკისის, ამაღლების, ოქროყანის, ავთანდილის და დავითაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მეველეს, ლომოურის, აბდუშელაშვილის, ცუცქირიძის და სამოქალაქოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და დიღმის მასივის I, II კვარტლების მაცხოვრებლებს.

ჩუღურთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრუკენის მოედნის, რომის, ჭოროხის, კოლხეთის, კიევის, კოტე და სოსო წერეთლების და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0