„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 16 ივლისს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, უდაბნოს, მონასტრის, პაპაშვილის, შალიკაშვილის, გვირილების, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფაქიძის და ალექსიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის და მეფე სოლომონ მეორეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმრაულის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, კავსაძის, მოსაშვილის და თაყაიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშვილის, კვალეთის, საინგილოს, კაიშაურის, სამრეკლოს, ახალუბნის, გუმბრის, ოძისის და შაქრიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი გურგენიძის, ქურდიანის, ცოტნე დადიანის, გრომოვის, ვეშაპურის, მეუნარგიას და ზაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრვ), მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ავალიშვილის, ფირცხალავას და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0