15:16 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
„დელისი

მეტროს სადგურ „დელისზე" რუსულენოვანი წარწერა მოაცილეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1318)
132 0 0

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ადგილი, სადაც ადრე რუსულენოვანი წარწერა იყო, რეკონსტრუირებული იქნება.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მეტროს სადგურ „დელისზე" კედლიდან მოაცილეს წარწერა რუსულ ენაზე. საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე ბევრმა ეს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციად ჩათვალა. „Sputnik-საქართველომ" წარწერის მოცილების მიზეზი გამოარკვია.

დიდი ხანია, თბილისელების განხილვის თემაა „დელისის" სადგურში რუსულენოვანი წარწერა. ქალაქის მერიამ ეს პრობლემა გეგმაში შეიტანა. წარწერის გამოცვლის გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა შესრულდა. მაგრამ გეგმური სამუშაოები ბევრი მედიასაშუალებისთვის რუსეთის მიმართ მორიგი იერიშის მიტანის საბაბი გახდა. ზოგიერთი მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე რუსულენოვანი წარწერა სასწრაფოდ მოხსნეს. ამას არ ეთანხმებიან ამ სამუშაოს შემსრულებლები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამ დემონტაჟის მიზეზი განმარტეს. მათი თქმით, აქ საქმე არა ნაციონალიზმშია, არამედ მეტროს მუშაობის ქართული და ინგლისურენოვანი სისტემების შეუსაბამობაში. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს დემონტაჟი უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში იდგა. წარწერა მეტროს დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ფარგლებში მოხსნეს.

Здесь раньше была надпись Делиси - что происходит на станции метро
ამ ადგილას იყო წარწერა რუსულად „დელისი"

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, წარწერის ადგილი რეკონსტრუირებული იქნება, რათა სადგურის ვიზუალური მხარე არ დამახინჯდეს, ხოლო სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილზე გაჩნდება ნავიგაციის სისტემის ამსახველი კონსტრუქცია.

თბილისის მეტროპოლიტენში მასშტაბური სარემონტო სამუშაოების ჩატარება დედაქალაქის მერიამ გახშირებული ხარვეზების გამო გადაწყვიტა. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდება.

თემები:
თბილისი დღეს (1318)

მთავარი თემები