ევროპის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი თბილისში
ევროპის მოედანი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის ცენტრში მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი „თბილსერვის ჯგუფის" მიერ დაგეგმილი ღონისძიებაა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ევროპის მოედანზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა ამაღამ 00:00 საათიდან 2 ივლისის 12:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი".

ქუჩის მორეცხვა - Sputnik საქართველო
თბილისში ქუჩებს დღეიდან ყოველდღიურად მორეცხავენ

„თბილსერვის ჯგუფის" მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, ამ ტერიტორიაზე მოძრაობა 02 ივლისის 09:00 საათამდე დაშვებული იქნება მხოლოდ ნოე ჟორდანიას სანაპიროდან (მტკვრის მარცხენა სანაპირო) მეტეხის გვირაბის პანდუსის გავლით მარცხნივ ჩამსვლელი გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით (წრიული მოძრაობა იქნება დაკეტილი).

ღონისძიების გამო, მოძრაობა აიკრძალება ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნის და მეტეხის ხიდის გავლით ვახტანგ გორგასალის და კოტე აფხაზის ყოფილი ლესელიძის ქუჩის მიმართულებით.

კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას ახორციელებს. კომპანიის 100% წილის მფლობელია თბილისის მერია.

ყველა ახალი ამბავი
0