ტექნიკური პრობლემები: თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობს

© Sputnik / Alexander Imedashviliსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ჩასასვლელი
სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ჩასასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ტექნიკური შეფერხების გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა” და „სახელმწიფო უნივერსიტეტი” 10:15 საათიდან შეფერხებით მუშაობს, ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით,  მგზავრების მომსახურება მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე" არის შესაძლებელი.

პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

უწყების ინფორმაციით, მეტროსადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

რაც შეეხება თბილისის მეტროს პირველი ხაზს („ახმეტელის თეატრი"- „ვარკეთილი"), ის შეუფერხებლად მუშაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

თბილისის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. 2018-2019 წლებში ამ მიზნით ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარზე მეტი გამოიყო. იგეგმება ძალოვანი კაბელებისა და ვენტილაციის სისტემის შეცვლა, რაც მეტროპოლიტენის გახსნის დღიდან, 1966 წლიდან არ მომხდარა.

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები თბილისის მეტროში არსებული გაუმართაობის გამო დაიგეგმა. 2018 წელს თბილისის მეტროში 305 დაზიანება დაფიქსირდა, 2019 წელს – 100. ამასთან, 30% შემთხვევებში აუცილებელი გახდა მგზავრების ევაკუაცია.

ყველა ახალი ამბავი
0