„თელასი“: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 24 ივნისს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 ივნისი  – Sputnik.  სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 ივნისს  გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჭოპორტის და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავის, მოლითის, ჩარგლის და ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, სესილია თაყაიშვილის, ქინძმარაულის, ჩხიკვაძის, ნაკადულის, ჯამაგიძის და მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს, ქინქლაძის, გროზნოს, კიკვიძის, თეთნულდის და პალიასტომის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის და ვაგზლის მოედნის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ალუბლების და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, შარტავას, გეგეჭკორის, ედიშერ მაღალაშვილის, მარიკა ბარათაშვილის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ელგუჯა ამაშუკელის, შალვა ნუცუბიძის, დელისის, ნადარეიშვილის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.



ყველა ახალი ამბავი
0