„თელასი“: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 22 ივნისს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 ივნისს  გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრავეიშვილის, ჩიტაძის, უკლებას, მთაწმინდის, მოსიძის, ბესიკის და ვილნიუსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ივერის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0