06:01 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (218)
8620

თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა შესაძლებელი იქნება აპლიკაციის დახმარებით, რომელზეც 36,5 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია გეგმავს ვირტუალური რეალობის აპლიკაციის შექმნას, რომლის წყალობით შესაძლებელი გახდება ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, იუწყება პირველი არხი.

აპლიკაციაში გამოყენებული იქნება 360-გრადუსიანი ხედვის 22 აუდიო და ვიდეორგოლი. ამასთან, ორ ვიდეოს დრონის მეშვეობით გადაიღებენ.

აპლიკაციაში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ტურისტული ობიექტები: ნარიყალა, ძველი თბილისის საბაგირო, ბამბის რიგის ტერიტორია, აბანოთუბანი, ლეღვთახევის ჩანჩქერი, ბოტანიკური ბაღი, გაბრიაძის თეატრი და მიმდებარე ტერიტორია, რიყის პარკი, მეტეხის ეკლესია, მეტეხის კლდე, ახალი თბილისი – „ახალი აღმაშენებელი", სამების ტაძარი, ლისის ტბის ტერიტორია, თბილისური ეზოები, ორბელიანის მოედანი, ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისის ფუნიკულიორი და სხვა.

თბილისის მერიამ აპლიკაციის შექმნაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36,5 ათას ლარზე მეტია.

კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება>>

თბილისი ყოველ წელს უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. გარდა ამისა, დედაქალაქი მუდმივად ხვდება ტურიზმთან დაკავშირებულ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში. ქალაქის ხელისუფლება თანდათანობით ანვითარებს თბილისის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ამასთან, იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს.

 

თემები:
თბილისის მერია (218)

მთავარი თემები