თბილისის განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისის განვითარების ფონდს ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძემ სხდომაზე საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი თანამდებობას ტოვებს და  ის საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს.

„ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. იცით ჩვენი დამოკიდებულება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიული არეალების რეაბილიტაცია-აღდგენა. ეს სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა ჩაატარა, რომელსაც გიორგი ბაიდარაშვილი ხელმძღვანელობდა. მესმის, რამდენად რთულია დღე და ღამის განმავლობაში იყო ჩართული და აწარმოო მსგავსი ტიპის სამუშაოები. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ეს ადამიანი თავის გუნდთან ერთად აკეთებდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

© Sputnik / Shota Nozadzeორბელიანის მოედანი რეკონსტრუქციის შემდეგ
თბილისის განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - Sputnik საქართველო
ორბელიანის მოედანი რეკონსტრუქციის შემდეგ

კალაძის განცხადებით, გიორგი ბაიდარაშვილმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. მისივე თქმით, თბილისის განვითარების ფონდს ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე დედაქალაქის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

„მინდა, ალექსანდრე ტოგონიძეს წარმატებები ვუსურვო. წინ ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევითა და სულისკვეთებით შევძლებთ, ის ტემპი შევინარჩუნოთ, რაც გიორგი ბაიდარაშვილს ჰქონდა აღებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას, მას გიორგი ებანოიძე დაიკავებს, რომელიც ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0