09:58 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1826)
77 0 0

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 19  ივნისი  – Sputnik.  სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 19 ივნისს  გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ორხევის საწარმოო ზონის, კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, ვლადიმერ დავითაშვილის, დამენიას, ამილახვარის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ფრისის, ქიზიყის, ჭიჭინაძის, აკაკი ფაღავას, კორნელი სანაძის, ლუკა რაზიკაშვილის, საჯაიას, პაატა გუგუშვილის, გუმათჰესის, დიმიტრი ერმაკოვის, ბერიას, ცისკარიშვილის, გუმათის, ჯავახეთის და ორბელების ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ და V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივანის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის, ნუცუბიძის, ზურაბ ანჯაფარიძის, საირმის, გვირილების, პაპაშვილის და ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, დიდუბის დასახლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, მოლითის, თორნიკე ერისთავის, ანაპის 414-ე დივიზიის, გურამ ქუთათელაძის, ანაპის, ჩარგლის და არალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ჭოპორტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ბოროდინის, სართიჭალის, იზაშვილის, ხერხეულიძის და არსენ იყალთოელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

17:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაჟა ივერიელის, კასპის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების მიმდებარე ტერიტორიის, წყნეთის გზატკეცილის, გიორგი წერეთლის, მიხეილ თამარაშვილის და წყნეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), სურამის, ნინოშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას და ვორონინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1826)

მთავარი თემები