თბილისში ათი წლის გოგონას ავტომობილი დაეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თბილისში ათი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავტოსაგზაო შემთხვევა ხუდადოვის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0