00:49 17 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2721
  • 100 RUB4.6123
  • USD2.9663
შშმ პირი ინვალიდის ეტლში

თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში შშმ პირთათვის ლიფტები დამონტაჟდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1309)
71 0 0

დედაქალაქის ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ შშმ პირთათვის ქალაქში გადაადგილება გამარტივდეს

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ​თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებში თბილისის სამ  მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირთათვის ექვსი ლიფტი დამონტაჟდება, იუწყება პირველი არხი.

შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტები დამონტაჟდება თბილისის ცენტრში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში მელიქიშვილის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. პროექტის ღირებულება 100 ათას დოლარს შეადგენს.

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟებული ლიფტების დახმარებით შშმ პირები ყველაზე მრავალრიცხოვან ადგილებში კომფორტულ გადაადგილებას შეძლებენ.

ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოში ასეთი 100,1 ათასი ადამიანია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს სოციალურ დახმარებას 125,1 ათასი ადამიანი იღებს.

შშმ პირები ოთხ ჯგუფს შეადგენენ: პირველი ჯგუფი (აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები - აქედან 26,7 ათასზე მეტი ადამიანი), მეორე ჯგუფი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) – 58,2 ათასზე მეტი პირი, მესამე ჯგუფი (ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) – 9,9 ათასი ადამიანი და მეოთხე ჯგუფი (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფები - 5,1 ათასზე მეტი პირი.

თემები:
თბილისი დღეს (1309)

მთავარი თემები