19:05 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (291)
421 0 0

მაშველები დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მუშაობენ და საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობენ.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. თბილისის რამდენიმე რაიონში ძლიერი სეტყვა იყო, რომელმაც დედაქალაქის მცხოვრებთ პრობლემები შეუქმნა.

სტიქია განსაკუთრებით იგრძნობოდა გლდანში, დიღომში, ვაზისუბანში, ვარკეთილში და სანზონაში.

გლდანის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება ძლიერი საცობის გამო პარალიზებული იყო.

დაკეტილია გლდანი-დიღომის დამაკავშირებელი ხიდი.

სოციალურ ქსელში მაშინვე გაჩნდა ფოტო და ვიდეო თბილისის ქუჩების, რომლებიც სეტყვამ თოვლის მსგავსად დაფარა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მუშაობენ. ისინი თბილისელებს სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ძლიერი სეტყვის შემდეგ თბილისელებმა იხილეს ცისარტყელა, რომელიც მობილური ტელეფონით გადაიღეს.

სეტყვა გორის რაიონსაც დაატყდა თავს. ათი წუთის განმავლობაში სეტყვა მოდიოდა კარალეთში, პატარა გარეჯვარში, დიდ გარეჯვარში, მარანაში, კიწნისში, შერთულში, სათმოში, ძევერაში. რაიმე სერიოზული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ გორის სოფლები 25 მაისსაც დაისეტყვა.

თემები:
უამინდობა საქართველოში (291)

მთავარი თემები