11:30 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
თბილისი

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
87 0 0

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, საპატრულო პოლიცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებს

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სამი დღის განმავლობაში შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, 24 მაისს, 23:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, შ.დადიანის, კოტე აფხაზის და გ.ლეონიძის ქუჩებზე, ასევე ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

„ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ - დამოუკიდებლობის დღეს მოსახლეობა ფლეშმობში ჩაერთვება>>>

ტრანსპორტის მოძრაობა ასევე იკრძალება მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

ავტომობილები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, მელიქიშვილის ქუჩაზე პეტრიაშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებენ, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ.

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, საპატრულო პოლიცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებს, საჭიროების შემთხვევაში კი პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

მთავარი თემები