„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 21 მაისს

© photo: Sputnikთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 მაისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ფალიაშვილის, წყნეთის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, ირაკლი აბაშიძის, ყიფშიძის, გაბაშვილის და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გერაძის, ყურაშვილის, ყუშიტაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, სიხარულიძის, პეტრიწის, სიხარულის, აკაკი გელოვანის, აკაკი ბაქრაძის, გურამ ნიჟარაძის, ივანე სარიშვილის, ნიკოლოზ ჩაჩავას და კატო მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის და შავგულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV კვარტლების, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სლავა მეტრეველის, იამანიძის, ბათუმის, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0