01:53 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (308)
123 0 0

ტაბლოებზე ავტობუსების მარშრუტების შესახებ პროგრამის ჩატვირთვა მიმდინარეობს, რამაც სისტემის გაუმართაობა გამოიწვია.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისში მუნიციპალური ავტობუსების ტაბლოებთან დაკავშირებული პრობლემები კვირის ბოლომდე მოიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად ახალი სისტემა ინერგება, რომლის პროცესშიც ტაბლოებზე ავტობუსების მარშრუტების შესახებ პროგრამა იტვირთება. სწორედ მიმდინარე სამუშაოებია მიზეზი იმ გაუმართაობისა, რომელიც მგზავრების უკმაყოფილებას იწვევს.

უწყების ინფორმაციით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ტაბლოზე ასახული მონაცემები არ ემთხვევა ავტობუსების მოძრაობის გრაფიკს, რაც მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის.

სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, სისტემის მოდერნიზაციას ტენდერში გამარჯვებული – „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია ახორციელებს.  

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (308)

მთავარი თემები