06:07 20 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
Dinner in the Sky

„ვახშამი ცაში" – საქართველოში პირველი რესტორან-ატრაქციონი გაიხსნა

© photo: Dinner In The Sky Georgia / FB
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
101210

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ივახშმონ 50 მეტრის სიმაღლეზე.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოში პირველი რესტორან-ატრაქციონი Dinner in the Sky კოჯორში გაიხსნა.

რესტორანი მდებარეობს კურორტ Bioli-ს ტერიტორიაზე და პოპულარული კონცეფციის „ვახშამი ცაში" ანალოგია, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. საქართველო 71-ე ქვეყანაა, სადაც მსგავსი რესტორანი გაჩნდა.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ივახშმონ 50 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც თბილისის ლამაზი ხედი იშლება. 7-ტონიან ჩამოკიდებულ კონსტრუქციებზე სტუმრებს, რომლებსაც უსაფრთხოების ქამრები ექნებათ შეკრული, სპეციალური ამწე ზევით აიყვანს. პლატფორმა 22 ადგილზეა გათვლილი.

როგორც „Sputnik–საქართველოს" განუცხადეს, პლატფორმაზე სტუმრებთან ერთად არიან ოფიციანტი, შეფ-მზარეული და უსაფრთხოების მენეჯერი. კერძები და სასმელები ადგილზე მზადდება.

დაწესებულება მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში იმუშავებს. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს დაკიდული რესტორანი ბათუმშიც გაიხსნას. პირველი რესტორანი „ვახშამი ცაში" ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.

 

მთავარი თემები