06:36 18 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2980
  • 100 RUB4.6380
  • USD2.9682
თელასი

„თელასი“: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 10  მაისს

© photo: JSC Telasi - Official Page / FB
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1314)
123 0 0

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik.  სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 მაისს  გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჭანტურიას და ათონელის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების და ორთაჭალის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, მიცკევიჩის და ბაგრატიონის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის, შუამთის და კალოუბნის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, მეკოკიშვილის (ნაწილობრივ) და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვეკუას (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზამბარელის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის (ნაწილობრივ), რომელაშვილის, ურიდიას, ქებურიას, ძმობის, სტურუას, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის და ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), შორაპნის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, შირაქის, დოესის, ავლიპ ზურაბაშვილის, გარე კახეთის, ცუცხვათის და ზინდისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეკლოს, ურიცკის, გუმბრის, ტირიფონის, ბუხაიძის, კუმისის, თვალჭრელიძის, ანთელავას, თოიძის, ჩაისუბნის და გედევანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

თემები:
თბილისი დღეს (1314)

მთავარი თემები