თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 3 მაისს თბილ და ცვალებად ამინდს პროგნოპზირებენ.
მზე 05:55 საათზე ამოვა და 20:00 საათზე ჩავა.
დილიდან მზიანი ამინდი იქნება, თუმცა, ნაშუადღევს მოსალოდნელია მცირე ნალექი.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +16 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +24 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.