01:46 22 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0848
  • 100 RUB4.2905
  • USD2.7676
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 1 მაისს

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1060)
100 0 0

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 მაისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სამგორის" მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, სამგორი-II დასახლების, ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონების, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, სადგური „ლილოს" დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, იგორ ტყემალაძის, მეფრინველეთა, კამოს, ღლონტის, ევგენი აფხაზავას, თენგიზ სტურუას, ლეონტი მროველის, გიორგი(გუგა) ნახუცრიშვილის, ელენე გოკიელის, იუმაშევის, ფრანგულიანის, ჭირნახულის, თვალჭრელიძის, ენუქიძის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის I კვარტლის, სამგორი-I დასახლების, შუამთის და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ლაღიძის, ჩიტაძის, ბესიკის, გრიბოედოვის, ვასო აბაშიძის, ზურაბ ჟვანიას, მიტროფანე ლაღიძის, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების, ინგოროყვას, შევჩენკოს, ჭანტურიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რიწის, ყიფიანის, მესხის, მთაწმინდის, ჭონქაძის, პოლიკარპე კაკაბაძის და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის და ჯანაშიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების და ზურაბ საკანდელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაქთაქიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ავთანდილ ღოღობერიძის და ქსოვრელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, ბახტრიონის, კოსტავას და მიხეილ ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ერმილე ბედიას და მარუშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვასო გოძიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასლანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1060)

მთავარი თემები