16:26 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ახალი შემოვლითი გზა ქობულეთში

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოს გზებზე შეზღუდვები წესდება

© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia / FB
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)
102 0 0

უწყების ცნობით, საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები განსხვავებული მარშრუტებით იმოძრავებენ.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით,  28-29 აპრილს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ:

  • საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ: საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.
  • კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.
  • მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.
  • თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით ამავე მარშრუტებით იმოძრავებს.

საპატრულო პოლიცია ასევე გაცნობებთ, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რეგიონების საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება.

თემები:
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)

მთავარი თემები