07:37 20 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
თელასი

„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1057)
115 0 0

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიდიას, ქებურიას, სტურუას, ასათიანის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ოჟიოს, 26 მაისის და მიროტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

თემები:
თბილისი დღეს (1057)

მთავარი თემები