„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 7 თბერვალს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ტიციან ტაბიძის, გალაკტიონ ტაბიძის, თენგიზ ახმეტელის, ფალიაშვილის, რაზმაძის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ცხვედაძის, ირაკლი აბაშიძის, ბარნოვის, უნივერსიტეტის და გიორგი მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების სტუდქალაქის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, საირმის გორის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, პეტრე ქავთარაძის, ნადირაძის, შავიშვილის, თოფურიას, უნივერსიტეტის, ახალშენის, ბზვანელის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, შევარდენიძის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ყიფიანის და მესხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, ტყავის ჩიხის, ღვინის ჩიხის, კოტე აფხაზის, ლესელიძის, ბერიძის, აბოვიანის და ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, ცურტაველის, ნიშნიანიძის, ტაბახმელას, ხარფუხის, შუშინის, ხონელის და სოღანლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0