„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 იანვარს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, დარიალის, კავსაძის, მოსაშვილის, ირაკლი აბაშიძის და გიორგი მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ნინო რამიშვილის და ატენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალშენის, იოსელიანის, ბალანჩივაძის, ჭიათურის და გურამ ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, მეფე მირიანის, სტრაბონის და არქანჯელო ლამბერტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა ფშაველას გამზირის, იყალთოს მთის, საირმის გორის, საირმის, შევარდენიძის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, მიხეილ თამარაშვილის და გივი კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, სიმონ ჩიქოვანის, შარტავას და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), პუშკინის, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, მთაწმინდის, უკლებას, ბესიკის, კრავეიშვილის, ყიფიანის, ვილნიუსის, მესხის, ინგოროყვას, ძმები ზუბალაშვილების, ვახტანგ მოსიძის, ჭონქაძის, არსენას და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

17:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, კეკელიძის, გალის, ნინო ჟვანიას (ნაწილობრივ) და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბისკირიას მოედნის, მაცეხის, ორხევის, კალატოზის, ქედის, ურიცკის, ელენე ახვლედიანის, გაბისკირიას, სპარტაკის, სამოქალაქოს, სამრეკლოს, გრემის, კარდანახის, კონსტანტინე ერისთავის და ბახვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "ახმეტელი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის "ა" მიკრორაიონის, თიანეთის, ხევძმარის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანის ხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, ავჭალა-1 დასახლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, ალეკო გობრონიძის, ქერჩის, ნიკოლოზ შენგელიას და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის ჩიხის და კახეთის გზატკეცილის მე-8 კილომეტრის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0