„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 18 იანვარს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზ მეფის გამზირის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ხიზამბარელის, ხიზაბავრის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, იუმაშევის და ქართველიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ყირიმის, ფარავნის, ართვინის, გროზნოს, მიჩურინის, კაპანაძის, კიკვიძის, პალიასტომის, ნორიოს, როსტოვის, თეთნულდის და ქინქლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0