08:56 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
რაგბის ქართველი ქომაგები

რაგბის პირდაპირი ტრანსლაცია: პირველი რესპუბლიკის მოედანი ტრანსპორტისთვის გადაიკეტება

© Sputnik / STRINGER
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (832)
168 0 0

რაგბში საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩი ფლორენციაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე რაგბში საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის ფლორენციიდან პირდაპირი ტრანსლაციის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

აღნიშნულ მოედანზე მოძრაობა აიკრძალება 10 ნოემბერს, 06:00 საათიდან 22:00 საათამდე. ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება.

რაგბში საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩი ფლორენციაში სტადიონ „არტემიო ფრანკიზე" თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

„დღეს, 10 ნოემბერს, 16:30-ზე მოდი რესპუბლიკის მოედანზე, ერთად გავაგონოთ #ბორჯღალოსნებს საქართველოს ჰიმნი იტალიაში“, - მოუწოდებს საქართველოს რაგბის ფედერაცია გულშემატკივრებს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას, აღნიშნავენ შსს-ში.

თემები:
თბილისი დღეს (832)

მთავარი თემები