05:06 15 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
ქუჩის კალათბურთი

ნაძალადევში კომპლექსური სპორტული ცენტრი გაიხსნა

CC0 / Pixabay
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
7520

ცენტრში ცურვის, წყალბურთის, ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, აღმოსავლური ორთაბრძოლისა და ფიტნესის სექციები იფუნქციონირებს

თბილისი, 12 ოქტომბერი  - Sputnik. ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის დასახლებაში გახსნილი კომპლექსური სპორტული ცენტრი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, 1 500-მდე მომხმარებელს მოემსახურება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი სპორტული ცენტრი თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გახსნა. მისი თქმით, მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბური და უფრო მეტი დატვირთვის სპორტული ცენტრები გაიხსნება.

„ის მულტიფუნქციური კომპლექსები, რომელთა გახსნასაც მომავალი წლიდან ვგეგმავთ, კიდევ უფრო მასშტაბური და უფრო მეტი დატვირთვის იქნება. ვფიქრობ, ეს მიდგომა სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც დედაქალაქის მოსახლეობისთვის აუცილებელია. აღნიშნულ პროცესში თითოეული ჩვენგანი უნდა ჩაერთოს, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ გააჩნია“, - განაცხადა კალაძემ.

სპორტული კომპლექსი ჭიდაობის დარბაზს, კრივის რინგს, ორ საცურაო აუზს (დიდი - 25 მ. პატარა - 15 მ.), ფიტნეს-დარბაზს, გასახდელებსა და სველ წერტილებს, კაფესა და სპორტულ მაღაზიას მოიცავს.

ასევე, ცენტრში იფუნქციონირებს ცურვის, წყალბურთის, ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, აღმოსავლური ორთაბრძოლისა და ფიტნესის სექციები.

სპორტული ცენტრი 3 247 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

 

მთავარი თემები